საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომელიც კვეტერის ციხის მიმართულებით საინტერპრეტაციო მარშრუტის მოწყობას გულისხმობს. მარშრუტის მოწყობის სამუშაოები მოიცავს, რამდენიმე აქტივობას, მათ შორის: ახმეტის ისტორიის, ეთნოგრაფიის, მითების, ლეგენდების, ტრადიციული რეწვის, სამზარეულოს, და ა.შ აღწერას; ისტორიული ძეგლების და მასთან დაკავშირებული მოვლენების აღწერას;
დაინტერესებულ მხარეების გამოკითხვასა და ანალიზს; საინტერპრეტაციო დაფების და ნიშნულის (10 საინტერპრეტაციო დაფა, 5 საინტერპრეტაციო ნიშნული და 1 საინფორმაციო დაფა) დაპროექტებას, დამზადებას და მონტაჟს; მარშრუტის ონლაინ პლატფორმის შექმნას; მარკეტინგული კამპანიის წარმოებას და გაცნობას სამიზნე აუდიტორიისთვის;
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით.
პროექტის საერთო ბიუჯეტი: 53 000 ლარი