ტვიშისა და ხვანჭკარას მიკროზონებში მწვანე ტურიზმის ხელშეწყობა კომპლექსური ტურისტული პროდუქტის შექმნის გზით

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების ოფიციალური დახმარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ტვიშისა და ხვანჭკარას მიკროზონებში მწვანე ტურიზმის ხელშეწყობა კომპლექსური ტურისტული პროდუქტის შექმნის გზით“.

პროექტი მოიცავს რამდენიმე ფაზას. საწყის ეტაპზე განხორციელდება  პროექტის გაცნობითი შეხვედრა კომპლექსური ტურისტული პროდუქტის მომხმარებლებთან, რის შემდგომაც  დაგეგმილია ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქმედი მწვანე ტურისტული სერვისის პოტენციური პროვაიდერების გამოვლენა. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდგომ შერჩეული ბენეფიციარებისთვის ჩატარდება რამდენიმე ტრენინგ მოდული:

  • სასწავლო ბილიკების მონიშვნა და მათი მოვლა;
  • მეწარმის პრაქტიკული უნარ-ჩვევები მწვანე ტურიზმში;
  • ტურისტული გიდი – ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები.

პროექტის ამავე ეტაპზე განხორციელდება საინფორმაციო სემინარი და ინფორ ტური  ტუროპერატორებისთვის.

პროექტის საბოლოო ფაზა მოიცავს ტურისტული პროდუქტის განვითარებას ხვანჭკარასა და ტვიშის მიკროზონაში ღვინის მარშრუტის შექმნის გზით. 

აღნიშნულ პროექტში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პარტნიორები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ორგანიზაციები. პროექტის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს  „Regional Development Agency Senec-Pezinok (RDA SP)“, პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად მონაწილეობს სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.