საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს, რომელიც გულისხმობს მდინარე ურაველის ხეობაში კავკასიაში პირველი გეოთრეილის შექმნას. პროექტის ფარგლებში დარგის ექსპერტებთან ერთად მოხდება ურავლის ხეობის შესწავლა გეოლოგიური რესურსის ტურისტული პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. კვლევის საფუძველზე კი შეიქმნება გეოლოგიური ტურისტული მარშრუტი, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს გეცნონ ხეობის გეოლოგიურ წარსულს, საინტერესო ფენომენებს და ამასთან ერთად ისარგებლონ ადგილობრივთა ტურისტული მომსახურებით. გეოლოგიური მარშრუტის შემუშავება მოხდება ჩეხეთის გეოპარკების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციით და გეოთრელიების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. პროექტის ფარგლებში ასევე დაინერგება ადგილობრივი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთა საქმიანობაში ეკოტურისტული პრინციპები და გაუმჯობესდება ეკოტურიზმის სფეროში სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მცირე მასშტაბის პროექტების განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადაფინანსებით.