საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ მის წევრ ტუროპერატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტურისტულ გამოფენაში ბერლინში, ITB BERLIN 2023, რომლის მასპინძელიც წელს საქართველო გახლდათ.
გამოფენას 180-ზე მეტი სახელმწიფოდან 200 ათასამდე სტუმარი ესწრებოდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.
6-9 მარტის პერიოდში გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ და მისმა წევრებმა სხვადასხვა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი კერძო სექტორის, სხვა ქვეყნის ეკოტურიზმის ასოციაციების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ვიმედოვნებთ, რომ ხელს შეუწყობს საქართველოს ეკოტურისტული პროდუქტების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას და საქართველოს მოიზიდავს ტურიზმის ამ მიმართულებით დაინტერესებულ მრავალ ტურისტს.