საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს ქალაქ ბოლნისსა და სოფელ ასურეთში გერმანული მემკვიდრეობის შესახებ ტურისტული მარშრუტების პროექტირებას.
მარშრუტები შეეხება ვიურტენბერგელ და ბადენელ გერმანელთა დარჩენილ მემკვიდრეობას, რომლებიც 1817-1818 წელს დასახლდნენ ასურეთისა და ბოლნისის ტერიტორიაზე. აღნიშნული მემკვიდრეობიდან დღემდე შემორჩენილი არქიტექტურა და გერმანული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ნიმუში შესანიშნავ რესურსს ქმნის ახალი ეკოტურისტული პროდუქტების ჩამოსაყალიბებლად.
პროექტის მოცემულ ეტაპზე უკვე დასრულდა მარშრუტების დასაპროექტებლად საჭირო წინასწარი კამერალური და საველე სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის დამუშავების პროცესი, რომლის საფუძველზე დაპროექტდება ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული ახალი ტურისტული მარშრუტები.