გეოლოგია ტურიზმში

პრაქტიკული ტრენინგი გეოლოგიასა და ტურიზმში

ფორმატი:

📍 თეორიული + პრაქტიკული
📍 ინტერაქტიული განხილვები
📍 საველე დაკვირვებები
📍 რეალური მაგალითები საქართველოდან

საქართველო უნიკალური გეოლოგიური მემკვიდრეობით გამოირჩევა – ვულკანური პლატოები, კანიონები, მღვიმეები, მრავალფეროვანი ქანები და მინერალები ქმნის იმ ლანდშაფტებს, რომლებიც ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. თუმცა, ხშირად ეს ბუნებრივი ისტორიები ტურისტებისთვის შეუმჩნეველი რჩება.

გიწვევთ 3-ლექციან პრაქტიკულ ტრენინგზე „საქართველოს ტურისტული გეოლოგია“ . ტრენინგი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტები და ისწავლოს, როგორ გადაიქცეს გეოლოგიური ცოდნა საინტერესო ტურისტულ გამოცდილებად.

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა: გაიცნონ საქართველოს ძირითადი ტურისტული ლოკაციების გეოლოგიური თავისებურებები; ისწავლონ ძირითადი ქანებისა და მინერალების გარჩევა; უკეთ აღიქვან გეოლოგიური ლანდშაფტის ფორმირების პროცესები; შეისწავლონ ყველაზე გამორჩეული გეოლოგიური წარმონაქმნები საქართველოში; ისწავლონ გეოლოგიური ინტერპრეტაციის გამოყენება ტურიზმში;

ტრენინგის თემები:

🔹 საქართველოს გეოლოგიური მრავალფეროვნება
🔹 ძირითადი ქანები და მინერალები
🔹 ვულკანური და დანალექი წარმონაქმნები
🔹 კანიონები, კლდეები და მღვიმეები
🔹 ლანდშაფტის ფორმირების პროცესები
🔹 გეოლოგიური ინტერპრეტაცია ტურიზმში
🔹 ტურისტებისთვის საინტერესო გეოლოგიური ისტორიების შექმნა

პრაქტიკული ნაწილი

ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ გასვლას ძველ თბილისში, სადაც მონაწილეები ადგილზე დააკვირდებიან ქალაქის გეოლოგიურ სტრუქტურებსა და ბუნებრივ თავისებურებებს.

საველე გასვლის ფარგლებში განხილული იქნება:

  • მეტეხის კლდე
  • ლეღვთახევის ხეობა
  • აბანოთუბანი
  • ქანების შრეები და გეოლოგიური პროცესები
  • მინერალური წყლებისა და რელიეფის ურთიერთკავშირი

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია: მოგზაურებისა და კონტენტ კრეატორებისთვის; ტურისტული გიდებისთვის; ტუროპერატორებისთვის; ეკოტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის; ბუნების ინტერპრეტაციით დაინტერესებული ადამიანებისთვის

ტრენერი:

გიორგი ბერიძე – გეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

ილია ოქრომელიძე – გეომორფოლოგი, გეოტურიზმის ექსპერტი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

სხვა დეტალები

💰 ღირებულება: სრული კურსის ღირებულება: 300 ლარი

🎁 საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წევრებისთვის 250 ლარი

📩 რეგისტრაცია და დეტალები:

ან დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 555 26 33 68

ელ-ფოსტა: [email protected]