საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია UNDP-ის მხარდაჭერით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის მიმდებარე სოფლების (ტაბაწყური, მოლითი, ბალანთა, ჩიხარუ, მოდეგა, ბეჟანო) მოსახლების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას კონსერვაციული და რესურსების რაციონალური გამოყენების გზით, ასევე ეკოტურისტული პრდუქტების განვითარებას არეალის მიმზიდველ ტურიზმის დანიშნულების ადგილად განვითარებისა და თემის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისად პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით: გარემოსდაცვითი ცნობიერება და ტურიზმი.
პროექტი იყოფა სამ ეტაპად.პროექტის პირველ ეტაპზე უკვე განხორციელდა საპროექტო არეალთან დაკავშირებით მეორეული წყაროების მოძიება და ანალიზი. საველე გასვლები საპროექტო არეალის მიმდებარე თემებში და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლა. ასევე იმ დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა, რომლებსაც აქვთ ან/და ექნებათ გავლენა აქ განსახორციელებელ და განსახორციელებელ პროექტებზე და რომლებიც ასევე წარმოადგენენ პროექტის მონიტორინგის საბჭოს წევრებს. ზემოთ აღნიშნული კამერალური სამუშაოების შემდგომ კი განისაზღვრა თემში არსებული გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემები, ასევე ტურიზმის არსებული მდგომარეობა, რაზე დაყრდნობითაც შეიქმნა ტრენინგ მოდულები და შეირჩნენ ბენეფიციარები. ტრენინგებზე დამსწრე აუდიტორია დაიყო 2 ნაწილად, რომელთაგან ერთს წარმოადგენდნენ საპროექტო არეალის მიმდებარე თემის მე-8-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, ხოლო მეორეს – არსებული და პოტენციური ტურისტული მომსახურების მომწოდებლები. საბოლოო ჯამში ბენეფიციარების რაოდენობამ გადააჭარმა პროექტით გათვლილ რაოდენობას. გარდა ტრენინგებისა არსებული და პოტენციური ტურისტული მომსახურების მომწოდებლების ნაწილს გაეწიათ ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები. ასევე განხორციელდა 3 ტურისტული მარშუტის მოკვლევა და ამათგან ერთი პრიორიტეტულის შერჩევა, შემდგომში ინტერპრეტირებული ეკოტურისტული მარშუტის მოწყობის მიზნით.