გურიის ჩაის გზა – საველე სამუშაო, მეორე ეტაპი

‘’გურიის სტუმართმასპინძლობის მარშრუტი – გურიის ჩაის გზის’’ პროექტის ფარგლებში ტურიზმის ექსპერტებმა ნატალია ბახტაძემ და თენგო ცერცვაძემ საველე საქმიანობის მეორე ეტაპი დაასრულეს.

პროექტში შერჩეული ბენეფიციარებს ინდივიდუალურად უტარდებოდათ ტრენინგები და მათი საჭიროებიდან გამომდინარე, მათთან ერთად ხდებოდა ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შექმნა/ჩამოყალიბება.

ვიზიტის ფარგლებში ობიქტებისთვის განვახორციელეთ მარკეტინგული აქტივობები: შეიქმნა მონაცემები ციფრულ პლატფორმებზე, შეიქმნა ლოგოტიპები და ბრენდირება სხვადასხვა მეწარმეებისათვის. გასტრონომიის ნაწილში, ექსპერტ ესმა კუნჭულიასთან ერთად ინდივიდუალური გასაუბრებების შემდეგ შეიქმნა გურული გასტრონომიული მენიუ თითოეული ოჯახისათვის.   

პროექტი ხორციელდება USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და ჩაის ასოციაციის ხელშეწყობით.