გურიის სტუმართმასპინძლობის მარშრუტი – გურიის ჩაის გზა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და ჩაის ასოციაციის ხელშეწყობით ახლორციელებს პროექტს ‘’გურიის სტუმართმასპინძლობის მარშრუტი – გურიის ჩაის გზა’’.
 
პროექტის ფარგლებში იგეგმება ტურისტული მარშრუტის შექმნა, რომელიც გურიას წარმოაჩენს ახალ და საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილად. ჩაის თემატიკა იქნება მარშრუტის მთლიანი თანმხლები თემატიკა, თუმცა ასევე წარმოდგენილი იქნება სხვა სახის ტურისტული ობიექტებიც. პროექტის ფარგლებში მოკვლეულ იქნება არსებული და პოტენციური ტურისტული სერვისის მიმწოდებლები და მათი განვითარება მოხდება მარშრუტის საჭიროებების მიხედვით. პროექტი ოქტომბერში დასრულდება.