ველო ტურიზმის ტრენინგი ქედაში

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ და ქედის ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით და ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, 12-15 მაისს განახორციელა ტრენინგი – ‘’ველოტურიზმისა და ველომეგობრული სერვისების განვითარება ქედაში’’.

ტრენინგს ესწრებოდნენ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ადგილობრივი თემის ლიდერები. ტრენინგი წარიმართა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ფორმატში.

თეორიული სწავლების დროს ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ველოტურიზმის სახეობებსა და ველოტურისტული სერვისის ორგანიზების საკითხებს, პრაქტიკული სწავლების დროს უშუალოდ მოხდა შუახევისა და ქედის დამაკავშირებელ ველობილიკის დათვალიერება, სადაც მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად შეისწავლეს ბილიკი და განივითარეს პრაქტიკული უნარები.

გაეცანით ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საფეხმავლო გამყოლის კურსს ჩვენი ასოციაციის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში