საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ დასრულდა სოფელ ყოროლისთავის და მტირალას მთის გარშემო ახალი ეკოტურისტული მარშრუტების კვლევა. კვლევის დოკუმენტი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება“ ფარგლებში. კვლევის შედეგად საბოლოოდ გამოვლინდა 4 მარშრუტი:
- ღამის საფეხმავლო ბილიკი – ნისლიანი ტყის ღამის თავგადასავალი
- შემეცნებით-სათავგადასავლო ბილიკი – კოლხური ტყის შრეები
- ინტერპრეტირებული ბილიკი – კაკლის შემგროვებელთა გზა
- სალაშქრო ბილიკი – მტირალას მთისა და სოფელ ყოროლისთავის წრიული მარშრუტი
რომ მარშრუტები სირთულის მიხედვით არის მარტივი და საშუალო კატეგორიის. ამასთან, მარშრუტების უდიდესი ნაწილი მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკის მოსაზღვრე არეალში, სოფელ ყოროლისთავის ტერიტორიაზე ან უშუალოდ გადის მტირალას ეროვნულ პარკში.
მარშრუტების შერჩევის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ადგილობრივი მოსახლეობის და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლის მთავარ კომპონენტს ახალი ბილიკების უშუალოდ სოფელ ყოროლისთავში და მის სიახლოვეს შექმნა წარმოადგენდა.