თეთრი ქარავნის ბილიკი

„თეთრი ქარავნის ბილიკის“ მოწყობა დასრულდა.

გვინდა სიხარულით წარმოგიდგინოთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და მარკირებული არხილოსკალოს ინტერპრეტირებული ტურისტული მარშრუტი – „თეთრი ქარავნის ბილიკი“, რომელიც მოეწყო პროექტის „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, RECC-ის (The Regional Environmental Center for the Caucasus) დახმარებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

„თეთრი ქარავნის ბილიკი“ არის 1,4 კილომეტრიანი ინტერპრეტირებული ტურისტული მარშრუტი, რომლის ძირითად კონცეფციას წარმოადგენს ცხვრის გადარეკვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. მარშრუტში მოთხრობილია 15 წლის ახალგაზრდა მეცხვარის, ტატეს ისტორია, რომელიც შორეულ მიწებზე პირველად მოგზაურობს და ახალი კულტურის, გარემოსა და ხალხის შესწავლისა და შემეცნების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს, სურს გამოცადოს, აღმოაჩინოს და გამოიკვლიოს ის ისტორია და ყოფა, რომლის შესახებაც წინაპრებისგან და უფროსი თაობისგან გამუდმებით ესმოდა.

Enter street adress here. Or any other information you want.