კვლევები და განათლება

იგულისხმება ეკოტურიზმის მიმართულებით სიღრმისეული კვლევების ჩატარება. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემა ტრენინგ მოდულების შექმნის და მათი განხორციელების გზით.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯერ კიდევ დიდმა ნაწილმა ნაკლებად იცის ეკოტურიზმის და ზოგადად ცოცხალი ბუნების მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ ორგანიზაცია ცდილობს ამ ცოდნის ფართო საზოგადოებამდე მიტანას. გარდა ამისა ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული კვლევა ძირეულად შეისწავლის ყველა დეტალს, რაც მდგრადი პროდუქტის შექმნის მთვარი წინაპირობაა. სხვადასხვა კვლევისას დაგროვილ ცოდნას კი ჩვენ ვიყენებთ, როგორც საკუთარი პროექტების განსახორცილეებლად ასევე, ვუზიარებთ მათ დაინტერესებულ პირებს.აღნიშნული მიმართულების მიზანს წარმოადგენს ეკოლოგიური ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;

ამოცანები:
მეცნიერული კვლევების განხორციელება
რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების ჩატარება
საქართველოს და მისი ცალკეული რეგიონების ტურისტული პოტენციალის კვლევა
ტრენინგ მოდულების შექმნა და მათი განხორციელება