სოფელ ოძისში პროექტის: “კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა“, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

 სოფელ ოძისში პროექტის: “კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა“, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც:
🔸 მოხდა პროექტის ფარგლებში გავლილი ეტაპების წარდგენა;
🔹პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები;
🔸ასევე პროექტის მონაწილე ეკო კლუბებმა წარმოადგინეს მათ მიერ 🔹შექმნილი კამპანიის „იზეიმე გარემოსთან ჰარმონიაში“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები;
🔸განხილულ იქნა ეკო კლუბებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.
🤝შეგახსენებთ რომ პროექტი დაიწყო გასული წლის სექტემბერში და ის განახორციელა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, #EU4Dialogue პროგრამის ფარგლებში, პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისისა და სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლების მოსწავლეები.