ჩვენ შესახებ
ა(ა)იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. ორგანიზაცია დაარსდა 2012 წელს. მისი ძირითად საქმიანობაა ახალი ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის გზით საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ზრუნავს ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, ისე რომ შეამციროს უარყოფითი გავლენა გარემოზე და სარგებელი მოუტანოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ, ადგილობრივ მოსახლეობას.ასოციაციის მთავარი მიზანია ადგილობრივ თემებში ეკოლოგიური ტურიზმის პროდუქტის განვითარებისა და მოსახლეობის თვითაქტივობის ზრდის გზით, მათივე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა, რაც მიიღწევა შემდეგი აქტივობებით, რომლებსაც ჩვენ ვანხორციელებთ: • ეკოლოგიური ტურიზმის ლობირება სახელმწიფო დონეზე და საზოგადოებაში.• ეკოლოგიური ტურიზმის, როგორც გარემოსთვის უსაფრთხო ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაცია და დანერგვა.• მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი და კანონმდებლობის ლობირება.• ადგილობრივი თემების ჩართვა გარემოს ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.• ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გარემოსა და კულტურული მემკვიდროების დაცვაზე ორიენტირებული ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა.• საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის კვლევა, რესურსების აღრიცხვა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაცია.• რეგიონალური ტრანსსასაზღვრო ეკოტურისტული ქსელის განვითარება.• ეკოლოგიური ტურიზმის მიმართულებით, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ცნობიერების ამაღლება.• საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი თემებისათვის მდგრადი ტურიზმის მიმართულებით მუდმივი საკონსულტაციო მხარდაჭერა.• ეკოტურიზმის სტანდარტების დანერგვა.• საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარების ხელშეწყობა.• სოფლის მოსახლლეობის აგრომეურნეობების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა აგრო და ეკოტურიმზის განვითარების გზით. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ეკოტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულება – საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის კვლევა, ანალიზი, განვითარების სტრატეგიის შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი თემების დახმარება ეკოტურისტული პროდუქტის ან ტურისტული მომსახურების განვითრებაში;კვლევისა და განათლების მიმართულება – აღნიშნული მიმართულების მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკოტურისტული განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა. აგრეთვე ეკოლოგიური ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;წევრობის მიმართულება – ამ მიმართულებით ასოციაციის საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს მასშტაბით ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების ერთიანი ქსელის შექმნა და ასოციაციაში გაწევრიანებული ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების სერტიფიცირება.საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება – ასოციაციის ამ მიმართულების მთავარი მიზანია შეინარჩუნოს და განავითაროს იმიჯი, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შექმნილი საქმიანი ურთიერთობა პარტნიორებთან, სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან, სახლემწიფო, დონორ და სხვა ორგანიზაციებთან.