ვიწყებთ ეკოტურისტული სერტიფიცირების სტანდარტის შექმნას

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია  საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია The Center for International Private Enterprise (CIPE)-ის მხარდაჭერით იწყებს საქართველოში ეკოტურისტული სერტიფიცირების სტანდარტის შექმნას.  

პროექტის ფარგლებში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია არსებულზე საერთაშორისო სასერტიფიკაციო პროგრამებზე და სტანდარტებზე დაყრდნობით, ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავებს ეკოტურისტული სერტიფიცირების სტანდარტს საქართველოსთვის.

შემუშავებული სტანდარტის დანერგვა პირველ ეტაპზე მოხდება ასოციაციის წევრ ტურისტული მომსახურების მიმწოდებელ  ობიექტებში. საპილოტედ შეირჩევა სხვადასხვა ტიპის ხუთი ტურისტული ბიზნესი და შეფასების სქემის მიხედვით მოხდება მათი სერტიფიცირება.

ეკოტურისტული სერტიფიცირების შემუშავებული შიდა სტანდარტის შესახებ საბოლოო ინფორმაცია ხელმისაწავდომი იქნება ყველასთვის და  განთავსდება ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში.