დეჟა-ვუ ჰოსტელი & ქემფინგის სივრცე აერთიანებს ოდა-სახლის არქიტექტურას, ბუნებრივ გარემოსა და ახალგაზრდულ ბანაკებზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურას. ტერიტორია გარშემორტყმულია ციტრუსოვანი ბაღებითა და მრავალწლიანი ნარგავებით, რომლის ჩრდილშიც მოწყობილია ქემფინგ ზონა.

ძირითადი ინფორმაცია

  • ⛺ ქემფინგ ზონა ბუნებრივ გარემოში
  • 🏡 3-სართულიანი მეგრული ოდა, დამშვენებული ტრადიციული რიკულებით
  • 🍷 ქვევრები და ქართული კულტურული ზონა
  • 🍹 მინი ბარი
  • 🎓 შიდა სატრენინგო სივრცე ახალგაზრდული ბანაკებისა და ღონისძიებებისთვის
  • 🛏 განთავსება ოდაში
  • 🍽 სრულად აღჭურვილი სამზარეულო

რას მოიცავს გამოცდილება

დეჟა-ვუ ჰოსტელი & ქემფინგი სტუმრებს სთავაზობს აქტიურ და საგანმანათლებლო გამოცდილებას ბუნებრივ გარემოში. სივრცე განსაკუთრებით იდეალურია ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებისთვის. ბაზაზე ყოველწლიურად ტარდება 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი.

როგორ მივიდეთ

კონტაქტი

ვიზიტის დასაგეგმად და დეტალების შესათანხმებლად დაუკავშირდით მასპინძელს.

🏠 მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ანაკლია, ორდე დგებუაძის ქ. #52

📞 ტელეფონი: +995 557 28 88 95

✉️ ელფოსტა: [email protected]