ტურისტული ადგილის განვითარება

ტურისტული ადგილის განვითარების პროგრამა გულისხმობს არეალის კომპლექსურ განვითარებასა და მართვას მდგრადი ტურიზმის პრინციპების გათვალისწინებით.

საქართველო უდიდესი რესურსების მქონე ქვეყანაა. თითოეული რეგიონი მდიდარია, როგორც მატერიალური ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით.

სამწუხაროდ ტურიზმის სწრაფი ტემპით ზრდა, ხშირად საფრთხეს უქმნის ამ უნიკალურ და ავთენტურ რესურსებს. მაღალი მოთხოვნა მაღალ მიწოდებას საჭიროებს, რაც ხშირად ხდება მიზეზი სწრაფი და უხარისხო განვითარების. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილის სისტემური გეგმაზომიერი განვითარება და მართვა, მდგრადობის შესანარჩუნებლად.

ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მის მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოიყენოს საერთაშორისო დონეზე აპრობირებული, თანამედროვე მიდგომები და შექმნას სტრატეგიული განვითარების გეგმა თითოეული ტურისტული ადგილისა და საპროექტო არეალისთვის, ეს ყოვეივე კი არის მდგრადობის საწინდარი. 

შეგვიძლია სიამაყით ავღნიშნოთ რამდენიმე ჩვენს მიერ განხორციეებული პროქტი, იმის მტკიცებულებად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სისტემური განვითარება და სტანდარტები მაღალი ხარისხის პროდუქტების შესაქმნელად და რაოდენ კარგი შედეგი მიიღწევა ასეთი მიდგომით.

 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები