ურაველის ხეობის ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტურისტული პროდუქტები განვითარების გზით

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომელიც მდინარე ურაველის ხეობაში ახალი ეკოტურისტული პროდუქტების განვითარებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდება ყველა დაინტერესებული მხარე და უზრუნველყოფილი იქნება მათი  ჩართულობა პროექტის განვითარების პროცესში. ამასთან, შეიქმნება ახალი ტურისტული პროდუქტები, რომელთა შემუშავება მოხდება ხეობაში არსებული ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასების და ადგილობრივი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთა გამოვლენის საფუძველზე.

პროექტის ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ცოდნას ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან საკითხებზე და მდგრადი ტურიზმის დაგეგმვის მიმართულებით.

პროექტის აქტივობებით გათვალისწინებულია, კავკასიაში პირველი გეოლოგიური ტურისტული მარშრუტის შექმნა.  მარშრუტი მომზადდება „ნაროდნი გეოპარკ ბარანდიენის“ ადმინისტრაციასთან კონსულტაციით და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მცირე მასშტაბის პროექტების განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადაფინანსებით.