საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტს „მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება“ .
განვითარების გეგმის შემუშავება ხდება პირველადი და მეორადი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, რომლის განხილვა და შეთანხმება ხორციელდება დაინტერესებულ მხარეებთან, განსაკუთრებით ადგილობრივ თემთან.
პროექტის საერთო მიზანია დაეხმაროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტს მტირალას მთის და სოფელ ყოროლისთავის ტერიტორიაზე შესაძლო ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების განსაზღვრაში. კონკრეტულად, უნდა
განისაზღვროს მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის განვითარების ინტეგრირებული და დეტალური გენერალური გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და მდგრადობის ასპექტებს შემოსავლების გენერირების შესაძლებლობებთან და დაცული ტერიტორიის მდგრად მართვასთან. გენერალური გეგმა უნდა ასახავდეს ვიზიტორთა ნაკადისა და ქცევის დაბალანსების მექანიზმებს დაცული ტერიტორიისთვის დასახულ დაცვით მიზნებთან.
აღნიშნულ პროექტში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პარტნიორები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ორგანიზაციები. პროექტის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს კომპანია „Cityförster architecture+urbanism“, პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად მონაწილეობს შემდეგი ორგანიზაციები:
RIDE ALBANIA MOUNTAIN BIKING, HET ECHTE WERK, ESCO SOLUTIONS LLC, BDO.