ეკოტურიზმის მენეჯერის პრაქტიკული ტრენინგი

სასერტიფიკატო კურსი · რეგისტრაცია 8 ნოემბრამდე

ეკოტურიზმის მენეჯერის პრაქტიკული ტრენინგი

ექვსკვირიანი კურსი ონლაინ შეხვედრებით და საველე პრაქტიკით რეალურ ეკოტურისტულ ობიექტებზე

რეგისტრაცია

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია იწყებს რეგისტრაციას ეკოტურიზმის მენეჯერის პრაქტიკულ ტრენინგზე. კურსი 10 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეები ისწავლიან მდგრადი ეკოტურისტული პროდუქტის დაგეგმვას, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაციას, უსაფრთხოების, მარკეტინგისა და მართვის საფუძვლებს.

ყოველ კვირას ორი ონლაინ შეხვედრა იმ თემატიკის შესახებ, რომელსაც მონაწილეები შაბათ-კვირას ადგილზე ნახავენ: დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურისტულ მარშრუტზე, ეკოტურისტულ ობიექტსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.

6 კვირა10 ნოემბერი – 20 დეკემბერი
54 საათისასწავლო დატვირთვა
12 + 6ონლაინ შეხვედრა და საველე გასვლა
სერტიფიკატიორენოვანი, ასოციაციის მიერ გაცემული
ადრეული რეგისტრაციის ბოლო ვადა
1 ნოემბერი
რეგისტრაციის ბოლო ვადა
8 ნოემბერი
ტრენინგის დაწყება
10 ნოემბერი
ტრენინგის დასრულება
20 დეკემბერი

ვისთვისაა კურსი

  • საოჯახო სასტუმროების, აგროტურისტული და ეკოტურისტული ობიექტების მფლობელებისა და მენეჯერებისთვის;
  • გიდებისა და ტუროპერატორების თანამშრომლებისთვის;
  • დაცული ტერიტორიების, მუნიციპალიტეტებისა და ორგანიზაციების ტურიზმის სპეციალისტებისთვის;
  • სტუდენტებისა და მათთვის, ვინც ეკოტურიზმში საკუთარი საქმის დაწყებას გეგმავს.

რას შეძლებთ კურსის დასრულების შემდეგ

  • ეკოტურისტული რესურსებისა და პოტენციალის შეფასებას;
  • მდგრადი ტურისტული პროდუქტისა და მარშრუტის დაგეგმვას;
  • ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაციას;
  • ბილიკების უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და ვიზიტორთა მართვის ძირითადი პრინციპების გამოყენებას;
  • პროდუქტის ბიზნესმოდელის შექმნას, მის პოზიციონირებას და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას მარკეტინგში;
  • საკუთარი ეკოტურისტული პროდუქტის კონცეფციის მომზადებასა და წარდგენას.
მოგზაური მთის ხეობის ხედით

პროგრამა

ონლაინ შეხვედრები სავარაუდოდ სამშაბათობით და ხუთშაბათობით, 19:00–21:00 საათზე გაიმართება. თითოეული შეხვედრა 120 წუთია: ლექცია, ქეისი ან სავარჯიშო და კითხვები. საველე გასვლა 4–5 საათს გრძელდება.

I კვირაეკოტურიზმის საფუძვლები
ონლაინ

ეკოტურიზმის ცნება და პრინციპები

განმარტებები (GEN, TIES, IUCN, GSTC), ეკოტურიზმის ძირითადი პრინციპები, განსხვავება მდგრად, ბუნებაზე დაფუძნებულ და მასობრივ ტურიზმს შორის, მსოფლიო გამოცდილება და საერთაშორისო ტენდენციები.

ონლაინ

ეკოტურიზმი საქართველოში

ბუნებრივი და კულტურული რესურსები, ბაზრის ტენდენციები, სტუმრის პროფილი, მთავარი მოთამაშეები, კანონმდებლობა და რეგისტრაციის საკითხები.

საველე გასვლა · დიღმის ჭალები

ურბანული ეკოტურიზმი: ქალაქის ბუნებრივი და კულტურული რესურსის დანახვა, დაკვირვების მეთოდის სწავლა.

II კვირადაცული ტერიტორიები
ონლაინ

დაცული ტერიტორიები და გარემოს კონსერვაცია

IUCN-ის კატეგორიები, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა, ზონირება, მენეჯმენტის გეგმა, ვიზიტორთა ცენტრები, ნებართვები, გამორჩეული საერთაშორისო პრაქტიკა.

ონლაინ

ვიზიტორთა მართვა და ზემოქმედება

გამტარუნარიანობა, მისაღები ცვლილების ზღვარი (LAC), ზემოქმედების ტიპები, ვიზიტორთა ნაკადის მართვის ხერხები, Leave No Trace.

საველე გასვლა · თბილისის ეროვნული პარკი

დაცული ტერიტორიის მართვისა და ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის გაცნობა.

III კვირამარშრუტი და უსაფრთხოება
ონლაინ

ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა

მარშრუტის შერჩევის კრიტერიუმები, სირთულის კატეგორიები, მარკირება, რუკა და ნავიგაცია, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, კვების ორგანიზება მარშრუტზე და აღჭურვილობის შერჩევა.

ონლაინ

უსაფრთხოების სტანდარტები ეკოტურიზმში

სუბიექტური და ობიექტური საფრთხეები, რისკების შეფასება, საგანგებო სიტუაციის გეგმა, ჯგუფის მართვა, გარემოს უსაფრთხოება ეკოტურზე.

საველე გასვლა · კუს ტბა

ეკოტურისტული მარშრუტის აუდიტი და უსაფრთხოების შეფასება.

IV კვირამომსახურების ობიექტები და თემი
ონლაინ

ეკოტურისტული მომსახურების ობიექტები

ობიექტების კატეგორიები და მომსახურების სტანდარტები, აგრომეურნეობა როგორც ტურისტული პროდუქტი, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმი, მასტერკლასები, სურსათის უვნებლობა.

ონლაინ

ადგილობრივი თემი და სარგებლის განაწილება

თემზე დაფუძნებული ტურიზმი, ადგილობრივი მომწოდებლების ჯაჭვი, სამართლიანი ანაზღაურება, კონფლიქტების მართვა.

საველე გასვლა · სოფელი ოძისი, „თიგის სახლი“

აგროტურისტული პროდუქტი და ბიზნესმოდელი.

V კვირაინტერპრეტაცია და მემკვიდრეობა
ონლაინ

ინტერპრეტაციის საფუძვლები

ინტერპრეტაციის პრინციპები, TORE მოდელი (თემატური, ორგანიზებული, აუდიტორიაზე მორგებული, სასიამოვნო), თემის ფორმულირება, ინტერპრეტაციის საშუალებები.

ონლაინ

კულტურული მემკვიდრეობა ეკოტურიზმში

მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა, ავთენტურობა, მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმი.

საველე გასვლა · ასურეთი

კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია ადგილზე.

VI კვირაპროდუქტი, მარკეტინგი, ფინალი
ონლაინ

პროდუქტის შექმნა და ფასწარმოქმნა

ეკოტურისტული პროდუქტის კომპონენტები, სამიზნე სტუმარი, თვითღირებულების გაანგარიშება, ფასი და მოგება, ბიზნესმოდელის შექმნა.

ონლაინ

მარკეტინგი, გაყიდვების არხები და სტორიტელინგი

პროდუქტის პოზიციონირება, სტორიტელინგი, ციფრული და გაყიდვების არხები, ტუროპერატორები და მათი საკომისიო, პარტნიორობა, შეფასებები და რეკომენდაციები, გრინვოშინგი.

საფინალო გასვლა · კრწანისის ტყე-პარკი

მონაწილეების მიერ შექმნილი ეკოტურისტული პროექტების წარდგენა.

ტრენერები

ტრენინგს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის გუნდის წევრები გაუძღვებიან, რომლებსაც ეკოტურიზმის, მდგრადი განვითარების, ინტერპრეტაციისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ნატალია ბახტაძე

ნატალია ბახტაძე

ასოციაციის თანადამფუძნებელი. ტურიზმში 30-წლიანი გამოცდილებით; მისი მიმართულებებია მდგრადი განვითარება და ეკოტურისტული პროდუქტები.

ილია ოქრომელიძე

ილია ოქრომელიძე

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გეოეკოლოგიის მაგისტრი, ISO 14001 სტანდარტის დამოუკიდებელი ექსპერტი. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტების განვითარების ეროვნული ოპერაციული სახელმძღვანელოს ავტორი.

გიორგი დაქუზაშვილი

გიორგი დაქუზაშვილი

ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის მაგისტრი. მუშაობს ტურისტული პოტენციალის შეფასებაზე, ეკოტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების დაგეგმვაზე.

ნინო არაბული

ნინო არაბული

ასოციაციის პროექტების მენეჯერი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმის სპეციალობით. აქვს პროექტებისა და ღონისძიებების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.

შეფასება და სერტიფიკატი

სერტიფიკატს მიიღებს მონაწილე, რომელიც დაესწრება შეხვედრების მინიმუმ 80%-ს, მიიღებს მონაწილეობას საველე აქტივობებში, შეასრულებს დავალებებს და საბოლოო შეფასებაში მინიმუმ 70 ქულას დააგროვებს 100-დან.

შუალედური დავალებები20%
საველე დავალებები40%
საბოლოო პროექტი40%
მოგზაური მწვერვალზე ღრუბლების ზემოთ

ღირებულება

870 ₾ადრეული რეგისტრაცია
1 ნოემბრამდე
980 ₾სტანდარტული ფასი
780 ₾ასოციაციის წევრებისთვის

თანხის გადახდა შესაძლებელია ერთიანად ან ორ ნაწილად: პირველი ნაწილი რეგისტრაციისას, მეორე კი კურსის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში.

ღირებულებაში შედის

  • 12 ონლაინ შეხვედრა დარგის ექსპერტებთან, თითო 2 საათი
  • 6 საველე გასვლა
  • ტრანსპორტი ყველა ქალაქგარეთა გასვლაზე
  • სადილი ეკოტურისტულ ობიექტში „თიგის სახლი“
  • ლანჩი ასურეთის საველე ვიზიტზე
  • შეხვედრების ჩანაწერები, რომლებზეც წვდომა კურსის დასრულების შემდეგაც შეგინარჩუნდებათ
  • სასწავლო მასალები, ბლოკნოტი, კალამი და საკითხავი მასალის კრებული
  • საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორენოვანი სერტიფიკატი

ღირებულებაში არ შედის

  • კვება ქალაქში ჩატარებულ გასვლებზე
  • ქალაქში ჩატარებულ გასვლებზე მისვლა შეკრების ადგილამდე
  • პირადი აღჭურვილობა: სალაშქრო ფეხსაცმელი, საწვიმარი და სხვ.

უფრო ახლოს ბუნებასთან

რეგისტრაცია 8 ნოემბრამდე გრძელდება. ადრეული რეგისტრაციის ფასი 1 ნოემბრამდე მოქმედებს.

რეგისტრაცია

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
[email protected] · +995 511 30 14 30