4 ბაზალტური შედგენილობის დაიკა რადიალურ სხივოსნური განწევრებით

შუა ეოცენური ბაზალტური შედგენილობის დაიკა რადიალურ სხივოსნური განწევრებით (როზეტი). 

შუა ეოცენური ბაზალტური შედგენილობის დაიკა რადიალურ სხივოსნური განწევრებით (როზეტი). სავარაუდოდ „მკვებავი“ დაიკა (Feeder dyke) – დაიკა, რომელიც ასრულებს მაგმის გამტარი/ამომყვანი არხის ფუნქციას მაგმური კამერიდან  ზედაპირზე.

როდესაც სქელი ბაზალტური (ძირითადად) შედგენილობის ლავური ნაკადები იწყებენ გაციებას, მათში შესაძლოა განვითარდეს ექვსკუთხა ნაპრალები/ბზარები, რომელსაც ეწოდება სვეტური განწევრება 

სვეტური განწევრება – ზედაპირზე ამონთხევისთანავე ბაზალტური შედგენილობის (ძირითადად) ლავები იწყებენ მყისიერ გაციებას ზემოდან, ქვემოდან და გვერდებიდან ცენტრისკენ, სადაც ყველაზე მეტი სითბო რჩება. ნაკადის ქვედა ნაწილი ცივდება ნელა, რადგან ქვემოდან/საგებად აქვს ქანი რაზედაც ილექება, მაშინ როდესაც ნაკადის ზედა (სახურავი) ნაწილი უფრო სწრაფად ცივდება, რადგან ექვემბდებარება უფრო გრილი ატმოსფერული ჰაერის, ქარისა და წვიმის, აგრეთვე მდგარი ან გამდინარე წყლის ზემოქმედებას.

განსხვავება გაციების სიჩქარეში ვლინდება ორი ტიპის სტრუქტურის წარმოქმნაში. ლავური ნაკადის ქვედა ნაწილში სადაც გაციება უფრო ნელა მიმდინარეობს, წარმოიქმნება მსხვილი სვეტები თანაბარ-წახნაგოვანი სვეტები, რომელთა ერთობლიობას გეოლოგები უწოდებენ „კოლონადას“. ზედა ნაწილი ცივდება შედარებით სწრაფად და შედეგად წარმოიქმნება უფრო წვრილი და ნაკლებად სწორწახნაგოვანი სვეტები. ამგვარი უსწორმასწორო ფორმის სვეტების ერთობლიობას „ენტებლატურა“ – ს უწოდებენ.