ოდა სახლების კულტურული მარშრუტი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ევროკავშირისა და გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ CESL – ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ – ი, ახორციელებს პროექტს “ოდა სახლების კულტურული მარშრუტი”, რომელიც მოიცავს  საქართველოს სამ რეგიონს: იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი.
პროექტი მიზნად ისახავს კოლხური ოდა სახლების, როგორც გამორჩეული ტრადიციული საცხორვისების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ტურიზმში ინტეგრირების გზით. კერძოდ, შეიქმნება ოდა სახლების კულტურული მარშრუტი, რომელიც ვიზიტორებს ოდაზე დაფუძნებულ ტურისტულ მომსახურებებს შესთავაზებს – განთავსებას, კვებას, აგროტურისტულ აქტივობებსა, რეწვის მასტერკლასებს და სხვ.
პროექტით გათვალისწინებულია ბენეფიციართა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რათა უკეთ შეძლონ პოზიციონირება და უზრუნველყონ მდგრადი კულტრული პროდუქტების შეთავაზება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული საცხოვრისების გაცოცხლებით კულტურული ტურისტული მარშრუტის შექმნის იდეა სიახლეა ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის და ემსახურება მათ დაცვასა და შენარჩუნებასთან ერთად რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის განხორციელების ვადები: 6.2024-4.2025
პროექტის საერთო ბიუჯეტი: 389 000 ლარი