სამუშაო ეტაპი: გეობილიკი ურაველის ხეობაში

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „ურაველის ხეობის ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტურისტული პროდუქტები განვითარების გზით“.

პროექტის მოცემულ ეტაპზე შეფასდა ურავლის ხეობის ტურისტული რესურსები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ხეობის გეოლოგიურად საინტერესო ადგილებზე. ამ მხრივ ურავლის ხეობა ერთ-ერთი გამორჩეული არეალია, ბუნებრივ თავისებურებებთან ერთად საინტერესოა, რამდენად დიდ როლს თამაშობდა გეოლოგია ადგილობრივ არქიტექტურაში, რაც ნათლად გამოხატულია რელიგიური და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებში.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მცირე მასშტაბის პროექტების განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.