HACCP-ის ტრენინგები ასოციაციის წევრებისთვის

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში HACCP-ის პრინციპების დანერგვა სავალდებულო გახდა იმ კვების ობიექტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (მაგ., რესტორნები, კაფეები, სასადილოები და სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტები). სწორედ ამიტომაც, ჩვენმა ასოციაციებმა „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“ და „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“, GIZ-ის მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ ჩვენი წევრებისათვის შეგვეთავაზებინა  ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: HACCP სისტემის გაცნობა და დანერგვა საოჯახო სასტუმროებში, მცირე კვების ობიექტებსა და ქალი მეღვინეების მარნებში“.

ტრენინგს გაუძღვება ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი ნათელა ხურციძე, რომელიც სხვა რელევანტურ თემებთან ერთად შემდეგ საკითხებს დაფარავს:

1. სურსათის უვნებლობის ძირითადი კონცეფციები

2. საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნებ

3. პრერეკვიზიტული პროგრამები (PRP)
4.  HACCP – საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა

5. სურსათის უვნებლობის რისკების იდენტიფიცირება და შეფასება / HACCP გეგმის შემუშავება
6. კონტროლისა და მონიტორინგის პროგრამები
7. პრაქტიკული მაგალითი (Case Study): მიკვლევადობის სისტემის დანერგვა და პროდუქტის გაწვევის სიმულაციური ტესტი

რადგან ქართული კანონმდებლობის მიხედვით: სურსათის ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პერსონალს, რომელიც სურსათს ამუშავებს, გავლილი ჰქონდეს შესაბამისი ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სწავლება და იყოს კომპეტენტური თავისი საქმიანობის შესასრულებლად, ტრენინგის მონაწილეებს გადმოგეცემათ სერთიფიკატი.

დაგეგმილი გვაქვს ოთხი ერთდღიანი ტრენინგი კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში.  ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თარიღებში:

I ჯგუფი – 30 ივნისი, ახმეტა 

II ჯგუფი – 1 ივლისი, თელავი

III ჯგუფი – 4 ივლისი, ზუგდიდი

IV ჯგუფი – 5 ივლისი, ქუთაისი

(თითოეული ტრენინგის ჩატარების კონკრეტულ ადგილს მოგვიანებით შეგატყობინებთ).

დასწრების საფასური შეადგენს 50 ლარს, რაც მოხმარდება ასოციაციის განვითარებას.

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ლინკი:

https://docs.google.com/forms/d/1nU7GGpxw9yspkIYbROf-JoZ5GuHpjrL9J5ajlTVsmD8/viewform?edit_requested=true