მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საფეხმავლო ბილიკის მარკირება

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამარკა შაუმიანი – წერაქვი – გორული – ფოლადაურის ხეობის საფეხმავლო მარშრუტი. მოცემული პროექტი განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით და  საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით.

პროექტის განხორციელებისთვის, გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას და მის თანამშრომლებს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები მოიცავდა ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე განხორციელდა საველე დაზვერვითი გასვლა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, სადაც შემოწმდა ტურისტული ბილიკის ამჟამინდელი მდგომარეობა და მარკირების პროექტთან მისი შესაბამისობა. მეორე ეტაპზე კი განხორციელდა მარშრუტის უშუალო მარკირება. პროექტის ფარგლებში დამზადდა და დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები მარშრუტის დასაწყისსა და ბოლოში, ასევე დამონტაჟდა შესაბამის წერტილებში მანიშნებელი დაფები და მოხდა მარშრუტის საღებავით მარკირება. ყველა აღნიშნული სამუშაო განხორციელდა საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნისა და მარკირების ტექნიკური რეგლამენტის მიერ დადგენილი წესების მიხედვით.