აგრო-ეკო ტურისტული მეურნეობა “მელაანი ვინტაჟი” აერთიანებს ეკო პრინციპებზე დაფუძნებულ ტურისტულ სერვისებს, ავთენტურ მელაანურ კულტურასა და სოფლის ცხოვრების გამოცდილებას. ობიექტი სტუმრებს სთავაზობს ეკოლოგიურად გააზრებულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ და ადგილობრივ ტრადიციებთან დაკავშირებულ ტურებსა და პროდუქტებს.

ძირითადი მიმართულება

  • 🏡 განთავსება ეკო-ვინტაჟურ გარემოში
  • 🍽 ავთენტური მელაანური გასტრონომიის გაცნობა (დეგუსტაციები და მასტერკლასები)
  • 🥾 ეკო-სათავგადასავლო საფეხმავლო მარშრუტი სოფლისა და მეურნეობის ირგვლივ
  • 🍃 აგრო-შემოქმედებითი ტური – „მელაანური ჩაის გზა“
  • 🍵 ბრენდირებული პროდუქტი – „მელაანური ჩაი“ (ტყის მცენარეებზე დაფუძნებული 10 სახეობის ჩაი)

რას მოიცავს გამოცდილება

გამოცდილება ეფუძნება სტუმრების აქტიურ მონაწილეობას. ვიზიტორები ეცნობიან ტრადიციულ მელაანურ სამზარეულოს, მონაწილეობენ დეგუსტაციებსა და მასტერკლასებში, იკვლევენ სოფლის ბუნებრივ გარემოს და აგრო-შემოქმედებით აქტივობებს. „მელაანური ჩაის გზა“ წარმოადგენს უნიკალურ ტურს, რომელიც აერთიანებს ბუნებას, მცენარეთა ცოდნასა და ადგილობრივ ბრენდირებულ პროდუქტს.

როგორ მივიდეთ

კონტაქტი

კვიზიტის დასაგეგმად და დეტალების შესათანხმებლად დაუკავშირდით მასპინძელს.

🏠 მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი მელანი

📞 ტელეფონი: 593780073

✉️ ელფოსტა: [email protected]