მესტიის მუნიციპალიტეტში აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარება

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ქეა ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – “ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიცირება აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარების გზით მესტიის მუნიციპალიტეტში”.

აღნიშნული პროექტი უკვე დასკვნით ფაზაში იმყოფება. პროექტის ფარგლებში წვირმის, იფარის, ჭუბერისა და ნაკრას თემში საბოლოოდ შეირჩა 12 ბენეფიციარი, რომელთაც ტურიზმის ექსპერტის მიერ ადგილზე გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები ტურისტული მომსახურების განვითარების მიმართულებით. ამასთან, თითოეული მათგანისთვის შემუშავდა ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც გულისხმობდა ობიექტის ბრენდინგს და საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას.

პროექტის დასკვნით ეტაპზე, ყველა ბენეფიციარს გადაეცა პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ნივთები (საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭელი, გარე სივრცის ინვენტარი, სამზარეულოს ავეჯი და სხვ.), რომელიც მათი ტურისტული განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე იქნა შერჩეული.

პროექტის განხორციელებისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ არაკომერციულ ასოციაცია ქეა ავსტრიას ფინანსური მხარდაჭერისთვის, მესტიის ლაგს და სვანეთის ტურიზმის განვითარების ცენტრს პროექტის პარტნიორობისათვის.

იხილეთ სხვა სტატიები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით

  1. აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარება ჭუბერსა და ნაკრაში
  2. მესტიის მუნიციპალიტეტში აგრო და გასტრონომიული ტურისტული პროდუქტების განვითარება