ტვიშის და ხვანჭკარის მიკროზონებში მწვანე ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთა კვლევა

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ განხორციელდა პროექტის „ტვიშისა და ხვანჭკარას მიკროზონებში მწვანე ტურიზმის ხელშეწყობა კომპლექსური ტურისტული პროდუქტის შექმნის გზით“ ფარგელბში დაგეგმილი საწყისი სამუშაოები, რომელიც გულისხმობდა ხვანჭკარასა და ტვიშის მიკროზონებში ტურისტული სექტორის კვლევას  და მათი პოტენციალის შესწავლას.

კვლევა მოიცავდა ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე განხორციელდა მეორეული კვლევა, რომელისთვისაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა წყაროები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქსტატის მონაცემთა ბაზები, ტურისტული ონლაინ პლათფორმები,  Google map და სხვ.

პირველადი კვლევა პროექტის სამიზნე ზონაში  ჩატარდა ერთიან მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით. საველე ჯგუფმა მოინახულა მეწარმეები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული მოწოდებული მონაცემთა ბაზები ან გუგლის რუკაზე, მაგრამ იდენტიფიცირებული იყო ადგილობრივების დახმარებით.  სულ საველე კვლევის დროს შეფასდა ტურისტული მომსახურების 59 მომწოდებელი.

პროექტის მომდევნო ეტაპზე იგეგმება გამოვლენილი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთათვის ტრენინგ მოდულების ჩატარება და ღვინის ტურისტული მარშრუტის შექმნა.

პროექტი ხორციელდება სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების ოფიციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებით,  „Regional Development Agency Senec-Pezinok (RDA SP)“ მხარდაჭერით, სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით.