ფრინველებზე დაკვირვების გიდის სასწავლო კურსი

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და სამცხე-ჯავახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელშეწყობით Visit Samtskhe-Javakheti, იწყებს ახალ პროექტს “ფრინველებზე დაკვირვების გიდების მომზადება”.
 
პროექტი ჩატარდება სამცხე-ჯავახეთში და მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების გიდების მომზადება/გადამზადებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ტურიზმის აღნიშნული მიმართულების შესახებ. იხილეთ სტატია აჭარაში ჩატარებულ ფრინველებზე დაკვირების გიდის მოსამზადებელ კურსთან დაკავშირებით.

ტრენინგი მოიცავს 10 სასწავლო დღეს და იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად. თეორიული ნაწილი ჩატარდება ივნისის ბოლოს ონლაინ ფორმატში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – აგვისტოს დასაწყისში ფიზიკური დასწრებით.
თუ თქვენ ხართ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან:
 
სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლის ან პროფესიული კოლეჯის, ტურიზმის, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სასწავლო პროგრამების სტუდენტი;
🟢 ხართ ტურისტული სექტორის წარმომადგენელი (გიდი ან ტუროპერატორი);
🟢 ცხოვრობთ დაცული ტერიტორიის მიმდებარე თემებში;
🟢 შეგიძლიათ ტრენინგში მონაწილეობის მოტივაციის დასაბუთება;
🟢 ფლობთ ინგლისურ ენას მინიმალურ სალაპარკო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად), მაშინ ეს ტრენინგ კურსი თქვენთვისაა!
 
ტრენინგის გავლის შემდგომ თქვენ:
☑️სრულყოფილად გეცოდინებათ ფრინველებზე დაკვირვების გიდობისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები;
☑️ გეცოდინებათ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის, როგორც გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი გამორჩეული ჰაბის, მნიშვნელობა;
☑️ გექნებათ ინფორმაცია ფრინველებზე დაკვირვების ტურისთვის საჭრიო ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი სწორად გამოყენების შესახებ;
☑️ შეძლებთ დაგეგმოთ და განახორციელოთ ფრინველებზე დაკვირვების ტურები.
 
მონაწილეთა შერჩევის პროცესი:
I – მიღებული განცხადების გადარჩევა
II – შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
III – გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის ტრენინგების ჩატარება.
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი:

განცხადების შევსების ბოლო ვადაა 6 ივნისი, 24:00 საათი.
გისურვებთ წარმატებას!