საქართველს ეკოტურიზმის ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს ერთობლივ მუშაობას კოვიდისა და პოსტ კოვიდ პერიოდში ტურიზმის ანტიკრიზისულ და განვითარების გეგმაზე.
აბასთუმნის მარშრუტები
დასრულდა საფეხმავლო ბილიკების მოკვლევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთმნის უბანში.
GSTC წევრობა
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია გახდა მდგრადი ტურიზმის გლობალური საბჭოს (GSTC) წევრი
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ხარაგაულის იმერულ ეზოებში იმოგზაურა. იხილეთ ჩვენი ბროშურა, აღმოაჩინეთ #ხარაგაული #მრავალფეროვნებისკარიბჭე

()იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. ორგანიზაცია დაარსდა 2012 წელს. მისი ძირითად საქმიანობაა ახალი ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის გზით საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ზრუნავს ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, ისე რომ შეამციროს უარყოფითი გავლენა გარემოზე და სარგებელი მოუტანოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ, ადგილობრივ მოსახლეობას.
ასოციაციის მთავარი მიზანია ადგილობრივ თემებში ეკოლოგიური ტურიზმის პროდუქტის განვითარების და მოსახლეობის თვითაქტივობის ზრდის გზით, მათივე სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა, რაც  მიიღწევა შემდეგი აქტივობებით, რომლებსაც ჩვენ ვანხორციელებთ:

სიახლეები
COVID-19 და  ანტიკრიზისული გეგმა
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია პარტნიორებთან ერთად იწყებს მუშაობას ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე.
ერთობლივი მემორანდუმი
ხელი მოეწერა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის (სტია) თანამშრომლობის მემორანდუმს! 
ტურიზმის სახელმძღვანელო
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ხულოს LAG-ის დაკვეთით მოამზადა პრაქტიკული სახელმძღვანელო 

პროგრამები

ტურისტული ადგილის განვითარება
ტურისტული ადგილის განვითარების პროგრამა გულისხმობს არეალის კომპლექსურ განვითარებასა და მართვას მდგრადი ტურიზმის პრინციპების გათვალისწინებით.
ეკოტურისტული პროდუქტების განვითარება
ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს ბუნებისა და კულტურის დაცვაზე ორიენტირებული ეკოტურისტული პროდუქტების განვითარებას.
საფეხმავლო ბილიკების განვითარება
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ უამრავი ბილიკია გამოკვლეული, დაპროექტებული და ინფრასტრუქტურულად გამართული
კვლევები და განათლება

იგულისხმება ეკოტურიზმის მიმართულებით სიღრმისეული კვლევების ჩატარება. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემა ტრენინგ მოდულების შექმნის და მათი განხორციელების გზით.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერა

მეწარმეების კონსულტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, პროდუქტის განვითარების ხელშესაწყობად, გრანტების მოსაპოვებლად და  ტრენინგ მოდულებში ჩასართავად.

ციფრული

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია გთავაზობთ ჩვენი წევრების და ორგანიზაციის პირად გამოცდილების გაზიარებას მარტივად, ვიდეოების და სხვადსხვა ციფრული საშუალებებით